ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ახალი გამგებელი ყავს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის არჩევნებში, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“-ს ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ მოიგო. გოგიამ ყველა საარჩევნო უბანში დიდი უპირატესობისთ „ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატი ბესიკ გაბუნია დაამარცხა.

ცესკოს მონაცემებით, ლაშა გოგიამ ხმების 69.63% მიღო, ბესიკ გაბუნიას კი მხარი 30.37%-მა დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ ლაშა გოგია 2012 წელს “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. 2014 წლიდან ის  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

ზუგდიდში გამგებლის არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რადგან 8 ოქტომბერს, პირველ ტურში კანდიდატებმა ვერ მიიღეს ხმების 50+1 რაოდენობა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი