მეორე ტურის შედეგები სამეგრელში [Photo]

ცენტრალური საარჩევნო კომისიიის  წინასწარი შედეგებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში,  სამეგრელოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დიდი უპირატესობით ლიდერობენ. საარჩევნო ოლქების მიხედვით მონაცემები ასე გამოიყურება:

merab qvaraiaმეორე ტურში ქალაქ ზუგდიდში ერთმანეთს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეები მერაბ ქავარაი და ლევან ჯონჯარია დაუპირისპირდნენ. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კადიდატს მერაბ ქვარაიას მხარი, არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 70,17%-მა დაუჭირა, რამაც 9373 ხმა შეადგინა. ქვარაიას კონკურენტმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან კონჯარიამ კი 29,83% მიიღო, რამაც 3984 ხმა შეადგინა.

edisher toloraiaზუგდიდის თემის მაჟორიტარობის კანდიდატს, ყოფილ გამგებელს – ედიშერ თოლორაიას მხარი არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 71,09%-მა დაუჭირა, თოლორაიას მაჟორიტარობას მხარი 13 627-მა ამომრჩეველმა დაუჭირა. მის კონკურენტს ყოფილ პირველ ლედის სანდრა რულოვსს კი ამომრჩევლების 28,91% მისცა ხმა, რამაც 5542 ამომრჩეველი შეადგინა. სანდრა ელიზაბეტ რულოვსმა არჩევნების მეორე ტურის გამრთვამდე განაცხადა, რომ ის მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებდა,  თუმცა ამის შესახებ კანდიდატს ოფიციალურად ცენტარლური საარჩევნო კომისიისთვის არ მიუმართავს და ის ბიულეტენზე აღნიშნული იყო.

irakli xaxubiaმეორე ტური ასევე გაიმართა ფოთში, სადაც ერთმანეთს “ქართული ოცნებიდან” ირაკლი ხახუბია და “ნაციონალური მოძრაობიდან” ბექა ბაისლაია დაუპირისპირდნენ. სახელისუფლებო კანდიდატმა ხმების 75,53% მიიღო, რამაც 15918 ამომრჩეველი შეადგინა. ბექა ბასილაიას კი მხარი 24,47%-მა მისცა, რამაც 5157 ამომრჩეველი შეადგინა.

irakli dachi beraiaხობში, არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ირაკლი (დაჩი) ბერაია „ქართული ოცნებიდან“ და მამუკა ჭოხონელიძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ დაუპირისპირდნენ. მეორე ტურში გამარჯვება 70,72%-ით ირაკლი ბერაიამ მოიპოვა, მას მხარდაჭერა 14530-მა ამორჩეველმა გამოუცხადა, ხოლო მის კონკურენტს 6015-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რამაც 29,28% შეადგინა.

goga gulordavaწალენჯიხა-ჩხოროწყუს გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში ერთმანეთს წალენჯიხის ყოფილი გამგებელი გოგა გულორდავა („ქართული ოცნება“) და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ქარდავა დაუპირისპირდნენ. სახელისუფლებო კანდიდატმა საერთო ხმების 68,56% მიიღო, რამაც 15 478 ხმა შეადგინა. ლევან ქარდავას კი 31,44-მა პროცენტმა დაუჭირა მხრაი, რამაც 7099 ხმა შეადგინა

irakli beraiaმეორე ტური ჩატარდა ასევე სენაკში. აქ ერთმანეთს “ქართული ოცნებიდან” ირაკლი ბერაია და “ნაციონალური მოძრაობიდან” კობა ნაყოფია დაუპირისპირდნენ. გამარჯვება 75,3%-ით ირაკლი ბერაიამ მოიპოვა, მას მხარი 14 003 ამომრჩეველმა დაუჭირა. კობა ნაყოფიას ამომრჩევლის 24,7% ენდო, რამაც 4593 ამომრჩეველი შეადგინა.

სამეგრელოს 6 საარჩევნო ოლქში ყველაზე მეტი 15 918 ხმა, ფოთში “ქართული ოცნების” კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ მიიღო. ყველაზე ნაკლები ხმა კი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ქალაქ ზუგდიდში ლევან კონჯარიამ აიღო, მას ხმა მხოლოდ 3984 ამომრჩეველმა მისცა.

მონაცემები დათვლილა ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მასალებიდან, აქ ყველა უბნის მონაცემებია შესული.

კომენტარები

დატოვე კომენტარი