კლინტონმა არჩევნებში დამარცხება აღიარა

ჰილარი კლინტონმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება. ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, შედგა სატელეფონო საუბარი კლინტონსა და ტრამპს შორის, რა დროსაც ჰილარი კლინტონმა საკუთარი დამარცხება აღიარა, კონკურენტს კი არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

აშშ-ს პრეზიდენტობის „რესპუბლიკელმა“ კანდიდატმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად საჭირო, ამომრჩევლის კოლეგიის 270 ხმა მოიპოვა.

როგორც ამერიკული პრესა იტყობინება, ბოლო მონაცემებით, ტრამპმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა, რამაც, ფაქტობრივად, არჩევნებში მისი გამარჯვება უზრუნველყო.

დასავლური მედია ინფორმაციით, დონალდ ტრამპი აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი გახდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი