პატრიარქის ფოტო ბერლინიდან ოპერაციის შემდეგ

სოციალურ ქსელში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს და მეუფე დიმიტრის ბერლინში გადაღებული ფოტო გავრცელდა.

პატრიარქი თავს კარგად გრძობს. მას დღეს ოპერაცია გაუკეთეს.

უწინდესის ფოტო, რომელიც სწორედ ოპერაციის შემდეგ არის გადაღებული, Facebook-ის საკუთარ გვერდზე პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ანა გოჩაშვილმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს მთავარმა პროკურორმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უმაღლეს სასულიერო პირზე მისი მოწამვლის მიზნით თავდასხმა მზადდებოდა. პოლიტიკოსებსა და საზოგადოების ნაწილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწორედ საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს მოწამლვა იგეგმებოდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი