საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელშიც რეგიონის გამგებლები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები მონაწილეობდნენ. სხდომას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული -გუბერნატორი  ლევან შონია უძღვებოდა.

სხდომაზე 2015 – 2017  წლების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის გეგმაში შესული ცვლილებები განიხილეს და კენჭი უყარეს. მიღებული ცვლილებები საბჭოს წევრებმა ერთხმად მიიღეს.

თეატრების და საფეხბურთო გუნდების დაფინანსებიდან გამონთავისუფლებული თანხებით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მოხდება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლიდან რეგიონულ თეატრების და საფეხბურთო გუნდების დაფინასება ცენტრალური ბიუჯეტიდან მოხდება.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ზუგდიდის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი