ლალი ბასარია: “ჩემი მეუღლე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა შეიწყალა”

პატიმარ გიორგი ლუკავას მეუღლის ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მისი მეუღლე შეიწყალა. ლალი ბასარიას განცხადებით, შეწყალებას ხელი დე ფაქტო პრეზიდენტმა მოაწერა.

„ჩემი მეუღლე შეიწყალეს, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ვიცით, სანაცვლოდ ისეთი ადამიანის გადაცემას სთხოვენ, რომელიც არ აწყობთ, რომ ლუკავაზე გაცვალონ და როგორც ის ოთხი რუსი გაყიდეს თუ გაასხვისეს, ამაში არ ვერკვევი, ისე უნდათ, რომ ის ვიღაცაც გაყიდონ. ესენი რომ გადადიან და გადმოდიან, მეომრების საკითხებზე კი არ დადიან, თავიანთ ბიზნესებზე გადადიან და ჩვენ ამ აქციით გვინდოდა შეგვეხსენებინა ხელისუფლებისთვის, რომ ჩვენ ვართ ერი, რომელიც იცავს საკუთარ ინტერესებს და გვინდოდა ფართომასშტაბიანი აქციით გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი, რაშიც ხელი შეგვიშალეს, მაგრამ ჩვენ მაინც გავაკეთებთ ამას, რათა ყველა მეომარი იქნას დაცული და ჩემი მეუღლე გადმოცემული“, – აცხადებს ბასარია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი