გალში ინციდენტების პრევენციის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. ქართულმა მხარემ აფხაზეთის ე.წ. საზღვარი ცოტა ხნის წინ გადაკვეთა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, შეხვედრაზე პატიმარ გიორგი ლუკავას ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და მისი გათავისუფლების საკითხი, ასევე ადმინისტრაციულ საზღვრებზე გადაადგილების მხრივ არსებული ვითარება და ბოლოდროინდელი დაკავებების თემები იქნება განხილული.

ქემოკლიძეს ადმინისტრაციულ საზღვართან დღეს გიორგი ლუკავას მეუღლეც შეხვდა, რომელიც მისი ქმრის და სხვა პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მხარდამჭერებთან ერთად ენგურის ხიდთან აქციის გამართვას გეგმავს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი