სენაკში დაკავებული პირი შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს

რამდენუმე წუთის წინ მდინარე ტეხურას ნაპირთან, სენაკში ბავშვის გაუჩინარების საქმეზე დაკავებული პირი მიიყვანეს. ადგილზე იმყოფებიან პროკუტარის და პოლიციის წარმომადგენლები, რომელთაც დაკავებული სავარაუდოდ 24 თებერვალს მომხდარი ინციდენტის შესახებ აწვდის ინფორმაციას.

დაკარგულ 8 წლის მოზარდს სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ამ დრომდე ეძებენ.

შეგახსენებთ, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 129 მუხლით, რაც დაუხმარებლობას გულისხმობს.

იხილეთ ლინკი იმავე თემაზე: http://newsportal.ge/dakarguli-bavshvis-axloblebma-dakavebulis-saxlis-fanjrebi-chaamsxvries/

კომენტარები

დატოვე კომენტარი