რა გზას მიმართეს გალში მცხოვრები მოსწავლეების მშობლებმა მათი შვილებისთვის ქართული განათლების მისაღებად

ხურჩა-ნაბაკევის და ორსანტია-ოტობაიას ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის გამო განმუხურის სკოლის მოსწავლეებს და ხურჩის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს გადმოსვლის პრობლემები შეექმნათ. როგორც სკოლის და ბაღის დირექციებში განმარტავენ, მათი ნაწილი ნათესავებთან საცხოვრებლად დარჩა, ნაწილი კი დღეს ე.წ. საზღვარზე ვერ გადმოვიდა.

ჩვენ სკოლაში გალის სოფლებიდან 9 მოსწავლე დადის, მათ შორის რამდენიმე დაბალი კლასის მოსწავლეები, რომლებიც იმისთვის, რომ სწავლა გაეგრძელებინათ, ჩვენ სოფლეში ნათესავებთან დარჩნენ. ჩვენ ვიცოდით წინასწარ, რომ ე.წ. საზღვრები ჩაიკეტებოდა და ამიტომ მივიღეთ მშობლებთან ერთად პრევენციული ზომები“, – აცახდებს განმუხურის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ზურაბ ჯოლოგუა.

ხურჩის საბავშვო ბაღში კი აფხაზეთიდან 11 მცირეწლოვანი დადიოდა, რომელტაგან დღეს ბაღში მისვლა მხოლოდ ორმა შეძლო.

„ჩვენც ძალიან გვტკივა გული ამ ყველაფრის გამო და ბავშვების მშობლებსაც. 9 ბავშვი დღეს ბაღში არ მოსულა, რადგან გადმოსასვლელები ჩაკეტეს. ორი კი მშობლებთან ერთად ნათესავებთან ცხოვრობს და დადის. შაბათ-კვირას ენგურის ხიდის გავლით დაუბრუნდებიან ოჯახებს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით კი ჩვენს სოფელში იცხოვრებენ, რათა სკოლამდელი განათლება აქ მიიღონ“, – აღნიშნა ბაღის გამგე ცისანა დარასელიამ, რომელიც თხოვნით მიმართავს შესაბამის უწყებებს, ყველაფერი იღონონ, რათა ეს პორობლემა მოგვარდეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი