პოლიციამ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ლენდოს”დაყაჩაღების საქმე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ლენდოს” დაყაჩაღების საქმეზე 1 პირი დააკავა.

ამის შესახებ “Newsportal.ge”-ს შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაკავებულს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ უცნობმა პირმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გუშინ დააყაჩაღა. არსებული ინფორმაციით, წაღებულია 5000 ლარამდე თანხა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დამყაჩაღებელი ორგანიზაციაში სათამაშო იარაღით შევიდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი