ფოთში მდინარეებმა დიდი ოდენობით მკვდარი თევზი გამორიყეს

მდინარეებმა კაპარჭინამ და შავღელემ ფოთში დიდი რაოდენობით მკვდარი თევზი გამოირიყა. დახოცილია ძირითადად ერთი სახეობის თევზი – კარჩხანა.

ადგილობრივი მეთევზეებისთვის თევზების დახოცვის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მათი ვარაუდით, ეს შესაძლოა, რომელიმე დაავადება ან საწამლავი იყოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს თევზაობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, სპეციალურმა ჯგუფმა წყლისა და თევზის სინჯები უკვე აიღო და მათზე ჩატარებული კვლევის შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი