ზუგდიდში დუპლექსის ტიპის ელიტარული სახლი შენდება

ზუგდიდში ცენტრალურ უბანში კომპანია ჯი ჯი პოინტი სტანდარტული და დუპლექსის ტიპისელიტარულ სახლს,  აღმაშენებლის 6-ში აშენებს.

„მშენებლობაში გამოიყენება ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის მასალები. შენობის სეისმური დაცვა უზრუნველყოფილია არანაკლებ 8-9 ბალისა. საცხოვრებელი ფართის ღირებულება 600 აშშ დოლარი შეადგენს. ბინები ბარდება სრული თეთრი კარკასით. მშენებლობა დასრულდება 2018 წლის დეკემბერში“, – აცხადებენ კომპანიაში.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ბინის შეძენა შიდა განვადებითაც არის შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ 65 ბინიანი კორპუსში მოეწყობა მიწისქვეშა პარკინგი, ორი სადარბაზო და თანამედროვე ლიფტები,  მანსარდები, ღია ვერანდები, კომერციული და საოფისე ფართები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი