„გიორგი ვაშაძის ადგილი საპარლამენტო სიაში არ იყო“ – ირმა ნადირაშვილი

გიორგი ვაშაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების საკითხს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი სოციალური ქსელის ეშვეობით გამოეხმაურა. მისი თქმით, გიორგი ვაშაძე საპარლამენტო სიაში ადგილისთვის იბრძოდა და იმიტომ წავიდა.

”არანაირი გარანტირებული ადგილი გიორგი ვაშაძეს სიაში არ ჰქონდა. (რაზეც ვითომ უარი თქვა) ადგილისთვის იბრძოდა და ამიტომაც წავიდა”, -წერს ნადირაშვილი.

გიორგ ივაშაძემ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა. ის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. ამის თაობაზე საგანგებო განცხადება ვაშაძემ ცოტა ხნის წინ, პარლამენტში გააკეთა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი