სენაკში ბუნებრივი აირის გაძვირებასთან დაკავშირებით, ენერგეტიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

“გაზკო +”-ის მიერ სენაკში ბუნებრივი აირის გაძვირებასთან დაკავშირებით, ენერგეტიკის სამინისტრო  განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა და მოსახლეობისთვის მიუღებელი.

“საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო სრულად იზიარებს მოსახლეობის განწყობას და შეშფოთებას იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც გაზგამანაწილებელი კომპანიის “გასკო პლიუსის” მიერ იქნა მიღებული – სენაკის მუნიციპალიტეტში , ბუნებრივი აირის ტარიფი 68 თეთრამდე გაეზარდა. ეს ყველაზე მაღალია ტარიფია მთელ საქართველოში. ეს არის მინიმუმ უსამართლო გადაწყვეტილება, ვინაიდან სახელმწიფო მთელი ამ წლების განმავლობაში და დღესაც მთელი მოსახლეობისთვის ინარჩუნებს სოციალურ ფასს გაზზე, გარე ფაქტორების და ბაზარზე არსებული ვითარების მიუხედავად ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ ეს შეღავათი – სოციალურ გაზზე მიიღოს თოთოეულმა ოჯახმა.

სამინისტროს დაწყებული აქვს ამ საკითხზე მუშაობა, როგორც აქამდე არაერთხელ იქნა გაცხადებული, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ნაწილობრივ დერეგულირების პრაქტიკის გაუქმება და შესაბამისად მოსახლეობისთვის ტარიფის დადგენა მარეგულირებელი კომისიის მიერ, ეს გადაწყევტილება მომავალში გამორიცხავს მსგავს უსამართლო და მოსახლეობისთვის მოულოდნელ გადაწყვეტილებებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი