მესტიის გამგეობის ინიციატივით მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია „სუფთა მომავალი“ ჩატარდა.
დასუფთავების აქციაში, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის და მესტიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ჩაერთნენ. საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა მარგიანის ქუჩა, სასტუმრო „თეთნულდისა“ და პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია.
დასუფთავების აქცია მესტიაში 11 და 12 აპრილს გამართა.