„ ჩვენი მიზანია თითოეულ ოჯახში შესვლა და დასახლების საერთო კრებაზე დასახელებული პრიორიტეტული პროექტების მიმდინარეობის ადგილზე გაცნობა, ასევე მნიშვნელოვანია მათი საჭიროებების განსაზღვრა და პროებლემებზე დროული რეაგირება“, – განაცხადა ლაშა გოგიამ.
გამგებლის ინფორმაციით, აბასთუმანის ადმინისტრაციულ ერთეულში, მიმდინარე წელს საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი განხორციელდება. მოეწყობა ბეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 1 100 000 ( ერთი მილიონ ასი ათასი) ლარს შეადგენს.
მისივე თქმით, ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციიის მესამე ეტაპი მიმდინარე წელს განხორციელდება. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 820 მეტრს, სიგანე კი 5,60 მეტრს შეადგენს. მოეწყობა ბეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 417 640 (ოთხას ჩვიდმეტი ათას ექვსას ორმოცი ) ლარს შეადგენს.
პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით განხორციელდება.
„კარდაკარ საჭიროებებზე“ – ეს ზუგდიდის გამგეობის ახალი პროექტია. კვირაში ერთხელ, გამგებელი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობის საჭიროებებს სოფლებში კარდაკარ ეცნობა.