სამეგრელო-ზემო სვანეთში დასუფთავების აქციაში 6 ათასამდე მოქალაქე ჩაერთვება

29 აპრილს დედამიწის კვირეულის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სავნეთის ათივე მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართება. დასუფთავების აქციაში საჯარო მოხელეები, სტუდენტები, მაღალი კალსის მოსწავლეები და კერძო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

რეგიონის ათივე მუნიციპალიტეტში ტურისტული მარშრუტები, ტურისტული ობიექტები და მიმდებარე ტერიტორიები დასუფთავდება.

რეგიონის მასშტაბით დასუფთავების აქციაში 6000-მდე ადამიანი ჩაერთვება.

დასუფთავების მასშტაბური აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 22 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა უამინდობის გამო გადაიდო.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი