ძლიერმა ქარმა წალნჯიხა მნიშვნელოვნად დააზარალა

წალენჯიხაში სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა უკვე დაიწყო. წუხელ გვაინ ღამით ამოვარდნილმა ქარიშხალმა ოთხი ადმინისტრაციული ერთეული დააზარალა. დაბა ჯვარში, ჭალეში, ჩქვალერსა და მუჟავაში ქარმა საცხოვრებელ სახლებს და კორპუსებს სახურავები გადახადა, ამოგლეჯილია მრავალწლიანი ხეები და დაზიანებულია ელექტროსადენები, რის გამოც 4 ათასი აბონენტი უშუქოდაა დარჩენილი. დაზიანდა სოფელ ჭალეს საჯარო სკოლის სახურავიც.

სოფელ ჯვარისსაზოგადოებრივი ცენტრის შენობაში ცოტა ხნის წინ დასრულდა საგანეგბო შტაბის სხდომა, რომელსაც გუბერნატორი ლევან შონია უძღვებოდა. შონიამ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს კონკრეტული დავალებები მისცა. სხდომაზე გადაწყდა, რომ დაზიანებულ შენობებს დღესვე დროებითი სახურავებით გადახურავენ, ხვალიდან კი ყველა ობიექტზე აღდგენითი სამუაოები დაიწყება.

“ზარალი დღის ბოლომდე იქნება დათვლილი. ყველა ოჯახს შესაბამისი დახმარება გაეწევა. რაც ეხება უშუქოდ დარჩენილ აბონენტებს, ენერგოკომპანიას ვესაუბრე და დღის ბოლომდე 99% აღდგენილი იქნება. ჭალეს საჯარო სკოლასთან დაკავშირებით საქმის კურსშია განათლების სამინისტრო, რომელიც ხვალ ჯგუფს გამოგზავნის, რათა მოხდეს სახურავის აღდგენა”, – აცხადებს გუბერნატორი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი