ენგურის ხიდზე პოლიციამ აქციის მონაწილე დააკავა

ენგურის ხიდთან რამდენიმე კვირის წინ დაკავებული პაატა და არჩილ როგავას ოჯახის წევრებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. მათ როგავების გათავისუფლების მოთხოვნით ცოცხალი ჯაჭვი გააბეს და გზის გადაკეტვა სურდათ, რისი უფლებაც სამარტალდამცველებმა არ მისცეს. სწორედ ამას მოჰყვა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შელაპარაკება, რა დროსაც სოხუმის იზოლატორში მყოფი პაატა როგავას და დარეჯან როგავა დააკავეს და ზუგდიდის სამმართველოში გადაიყვანეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ბერკეტები როგავების გასათავისუფლებლად, რასაც არ იყენებს.

როგავების ოჯახის დანარჩენი წევრები ამ დრომდე ენგურის ხიდთან რჩებიან.

შეგახსენებთ, რომ მამა-შვილი არჩილ და პაატა როგავები საოკუპაციო ხაზთან 5 აპრილს დააკავეს. მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული და სოხუმის ე.წ. იზოლატორში იმყოფებიან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი