29 აპრილს დედამიწის კვირეულის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სავნეთის ათივე მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. დასუფთავების აქციაში საჯარო მოხელეები, სტუდენტები, მაღალი კალსის მოსწავლეები და კერძო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვნენ.
რეგიონის ათივე მუნიციპალიტეტში ტურისტული მარშრუტები, ტურისტული ობიექტები და მიმდებარე ტერიტორიები დასუფთავდა. რეგიონის მასშტაბით დასუფთავების აქციაში 6040 მოხალისე ჩაერთო.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ, სტუდენტებთან და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ე.წ. ნევთობაზის ტერიტორია დაასუფთავა სადაც თვითნებური ნაგავსაყრელი იყო მოწყობილი.
დედამიწის კვირეულის ფარგლებში დასუფთავების აქციები საქართველოს რეგიონებში პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით ტარდება.