წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, გიორგი ლუკავამ და მოადგილე, თენგიზ ფიფიამ, გამგებელს გადადგომის შესახებ განცხადებებით მიმართეს.
სავარაუდო ინფორმაციით, მიზეზი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში მომხდარი ავტოვარიაა, რა დროსაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ერთ-ერთ ავტომობილში სწორედ, გიორგი ლუკავა და თენგიზ ფიფია ისხდნენ, რომლებიც ავარიის შედეგად დაშავდნენ. ლუკავა ამ დრომდე, ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობს. თენგიზ ფიფია, კი მკურნალობას სახლში განაგრძობს.
წალენჯიხის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მოადგილეების განცხადებები ჯერ არ დაკმაყოფილებულა, რადგან გამგებელი თბილისში იმყოფება.