წალენჯიხაში 98 ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია მოხდება

პროგრამა „ქართული ჩაი“-ს ფარგლებში კიდევ 1 კომპანიას ჩაის პლანტაციები გრძელვადიანი იჯარით გადაეცა.  შპს „ჯვარი-91“ წელინჯიხის რაიონის სოფლებში ეწერში, საჩინოში და ჯვარში 98 ჰექტარი ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას და საწარმოში გადამუშავებას მოახდენს.

პროგრამის ფარგლებში, კომპანია 100-მდე ახალ სამუშაო ადგილის შექმნას და პროდუქციას ექსპორტზე გაიტანას გეგმავს.

პროგრამა ,,ქართული ჩაი“  2016 წლიდან მოქმედებს, რომლის ფარგლებში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის დაფინანსება გაიცემა.

2017 წლის აპრილის მდგომარეობით – დაფინანსება უკვე 16-მა ბენეფიციარმა მიიღო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი