სამეგრელოში აზიური ფაროსანას შეწამვლითი სამუშაობი ორშაბათიდან დაიწყება

სამეგრელოში აზიური ფაროსანას შეწამვლითი სამუშაობი ორშაბათიდან მასიურად დაიწყება. ამის შესახებ ინფომაციას სამეგრელო-ზემო სვანეტის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსს ზურაბ ჩეკურაშვილს შეხვდა. სადაც აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.

,,რეგიონის მუნიციპალიტეტების უმეტესობაში, შეწამვლის სამუშაოები დაწყებულია, დარჩა რამდენიმე მუნიციპალიტეტი, სადაც დღეს და ხვალ დასრულდება აღჭურვილობისა და პრეპარატების, სოფლების მიხედვით გადანაწილება, რის შემდეგაც ორშაბათიდან ყველა მუნიციპალიტეტში შეწამვლები მასიურად დაიწყება” – განაცხადა შეხვედრაზე ლევან შონიამ.

მუნიციპალიტტეებს უკვე გადაეცათ მავნებელთან ბრძოლისთვის საჭირო აღჭურვილობა, შესაწამლი აპარატები და სჭირო პრეპარატები. თხილის პლანტაციაში უკვე დამონტაჟებულია 15 ათასამდე ფერომონი (მავნებლის დამჭერი ხაფანგები).

მავნებელთან ბრძოლის აღჭურვილობა, საქართველოს მთავრობას, USAID-მა სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) ფარგლებში, საჭირო პრეპარატებთან ერთად, უსასყიდლოდ გადასცა.

შეწამვლითი სამუშაოები 48 544 ჰექტარზეა დაგეგმილი. მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, ჰექტარ-ნახევრიდან 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი პრეპარატი უსასყიდლოდ გადაეცემათ.

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა და 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. ინვაზიური მავნებელი, თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას.

კომენტარები

დატოვე კომენტარი