საზოგადოებრივი დარბაზი “აფხაზეთი” დაფუძნდა

ზუგდიდში საზოგადოებრივ დარბაზ “აფხაზეთის” სადამფუძნებლო კრება ჩატარდა. დამფუძნებლების განცხადებით, ორგანიზაცია დევნილთა პრობლემებზე სამუშაოდ შეიქმნა. მათი თქმით, ისინი მტავრობასთან ამ პრობლემების მოგვარების საკითხში შუამავლის როლს შეასრულებენ, იმ შემტხვევაში კი თუ ხელისუფლება თანამშრომლობაზე უარს იტყვის, პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.მათ შეთავაზებაზე პასუხის გასაცემად დარბაზის წევრები მთავრობას ვადას 30 ივნისამდე აძლევენ.

“ჩვენი ძირითადი მოთხოვნებია, რომ ჯანდაცვა 100%-ით უფასო იყო დევნილთათავის, მათი შემწეობა გაუტანაბრდეს საარსებო მინიმუმს, სტუდენტების სწავლა იყოს უფასო უკლევბლივ ყველა მათგანისთვის, შევიდეს ცვლილებები განსახლების სამოქმედო გეგმაში და ა.შ. 30 ივნისამდე ვაძლევთ ვადას მთავრობას, რომ წამოვიდეს ჩვენთან თანამშრომლობაზე და გამოთქვას სურვილი, ჩაგვრთოს ამ პრობლემების მოგვარების პროცესში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავწყებთ პერმანენტულ აქციებს, ფეხით ჩავალთ თბილისში და დავიწყებთ შიმშილობას”, – განაცხადა დარბაზის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დემურ სოტკილავამ.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივ დარბაზში დღეს ე.წ. “ტყის ძმების” ყოფილი მეთაური დავით შენგელია გაწევრიანდა, რომელმაც აღნიშნა, რომ გავრცელებული ხმები, თითქოს ამ გზით პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს, ტყუილია და ის მხოლოდ დევნილთა საჭირობებზე იმუშავებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი