სამხარეო ადმინისტრაცია: “სოფელ საჩინოს გზის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დაიწყება”

წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება და 2018 წლის განმავლობაში დასრულდება. ამის შესახებ საჩინოელების აქციაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს. აქციის მონაწილეებს დღეს გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა და პროექტების მართვის კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია შეხვდნენ.

აქციის მონაწილეთაგან შეირჩა ერთ-ერთი, რომელსაც მუდმივი კოორდინაცია ექნება სწორედ სამხარეო ადმინისტრაციასთან.

საჩინოელების აქცის რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი