მდინარე ხობმა სოფელ ბიაში საფეხმავლო ხიდი წაიღო

ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე ხობმა ხობის რაიონის სოფელ ბიაში ის ერთადერთი საფეხმავლო ხიდი წაიღო, რომელითაც ადგილობრივები სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებსა და საძოვრებზე გადადიოდნენ. ხიდი რამდენიმე დღის წინანდელმა სიტიქიამაც დააზიანა, თუმცა მაშინ ადგილობრივი მთავრობა აცხადებდა, რომ მისი აღდგენა შესაძლებელი იყო, რაც მოცმულ შემთხვევაში გამოირიცხა, რადგან ხიდი მდინარემ მთლიანად წაიღო და მისი კონსტრუქციის მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა ნაპირზე.

სტიქიის ზონაში დღეს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე კახა გულედანი ჩავიდა, რომელმაც გუბერნატორ ლევან შონიასთან ერთად საგანგებო შტაბის სხდომა ჩაატარა, რის შემდეგაც ყველაზე პრობლემურ ლოკაციებზე გავიდა. მინისტრის მოადგილე უკვე იმყოფებოდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, სადაც წუხელ მდინარე ენგურის ადიდების გამო ჯებირების გარღვევის და სოლის ნაწილის დატბორვის საშიშროება იყო, თუმცა ამ ეტაპზე საშიშროება მოიხსნა. გულედანის ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

ცოტა ხანში მინისტრის მოადგილეს სოფელ ბიაში ელოდებიან, რის შემდეგაც ის სენაკის რაიონში გადაინაცვლებს.

ზარალის დამთვლელი კომისიების სტიქიის ზონებში მთელი რეგიონის მასშტაბით მუშაობენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი