ხიბულაში კვირკვიების ოჯახი დააყაჩაღეს

ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში წუხელ გვიან ღამით კვირკვიების ოჯახი დააყაჩაღეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მათ სახლში ორი ნიღბიანი პირი შეიჭრა და იარაღის მუქარით თანხა მოითხოვა. უარის შემდეგ კი ოჯახის უფროსს კონდახი ჩაარტყეს თავში, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საბოლოოდ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ოჯახიდან 80 ლარი წაიღეს.

“Newsportal.ge”-ს შსს-ში განუმარტეს, რომ საქმე სსკ-ის 179-ე მუხლითაა აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დასაკავებლად.

კომენტარები

დატოვე კომენტარი