მარტვილის რაიონის სოფელ საელიაოში 65 წლის მამაკაცი დაიხრჩო. როგორც “Newsportal.ge”-ს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ აცნობა, მამაკაცს ნდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე საქონელი გადმოყავდა, რა დრისაც მდინარე ადიდდა და მამაკაცი წყალმა წაიღო. ცხედაეი აბაშის რაიონში იპოვეს და ის ექსპერტიზის შემდეგ საკუთარ სახლში გადაასვენეს.