ფოთელი მოვაჭრეების გამოკითხვა დასრულდა – დაზარალებულები აქციებს წყვეტენ

ფოთის ბაზრობის მოვაჭრეებმა ქალაქის სამმართველოს შენობა ცოტა ხნის წინ დატოვეს. როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა შორენა თვალთვაძემ აღნიშნა, სამართალდამცველებმა ხანძრის თაობაზე დაუსვეს კითხვები.

“დაინტერესდნენ დეტალებით, ჩვენ ვუთხარით რასაც ვფიქრობთ, კერძოდ, ის, რომ ბაზარი დაწვეს. გვკითხეს ზარალზეც. მე პირადად, 100 000 ლარის ოდენობის ზარალი მომადგა, დაახლოებით. ბაზრობის ადმინისტრაციაც დაგვპირდა დახმარებას, უნდა დაგვეხმარონ! აქციებს დროებით ვწყვეტთ. ვნახოთ, რა იქნება”, – განაცხადა თვალთვაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი