“მომავლის ბანაკის” საზეიმო გახსნა

ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბანაკის ლიდერები და მონაწილეები მოწვეული სტუმრების წინაშე თეატრალური სანახაობით და მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ. საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

ბანაკი წელს 8 ნაკადზე 14-18 წლის 2 304 მოზარდს  უმასპინძლებს, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს.

პროგრამის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ახალგზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ უკვე მეხუთე წელია ხორციელდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი