Gem fest-ის ტერიტორიიდან ჰოსპიტალიზებული 22 წლის გოგონა გარდაიცვალა

Gem fest-ის ტერიტორიიდან დღეს დილით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანილი 22 წლის თბილისელი გოგონა ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

როგორც “Newsportal.ge”-ს ექიმებმა განუმარტეს, უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში დაუზუსტებელი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიური ეფექტის, ასევე სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის დიაგნოზით მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამასთან, წუხელ გვიან ღამით და გამთენიისას სხვადასხვა დროს ჰოსპიტალში დაახლოებით, იგივე დიაგნოზით კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა გადაიყვანეს, რომელთაგან ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

შსს-ს ინგორმაციით, საქმე სსკ-ის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ტოქსიური ნივთიერების შემცველობის დასაზუსტებლად ექსპერტიზა ჩაინიშნა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი