ზუგდიდში ავტო-მოტო შეჯიბრი დასრულდა

ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე მოტო მოყვარულთა შეჯიბრი და „დრიფტ შოუ“ გაიმართა. მოტო შეჯიბრში, საქართველოს მასშტაბით, პროფესიონალმა და მოყვარულმა მრბოლელებმა მიიღეს მონაწილება.

მოტო შეჯიბრში გამარჯვებულები 4 სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდნენ. დღევანდელი შეჯიბრის შემდეგ ავტო-მოტო მოყვარულთა ორდღიანი შოუ დასრულდა.

მოტო შოუმდე გუშინ ავტო მოყვარულთა შეჯიბრი ჩატარდა, სადაც გამარჯვებულები 6 სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლინეს. ავტო შეჯიბრის მიმდინარეობისას ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე შეკრებილებისთვის, ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში საერთაშორისო სტანდარტების ავტოდრომი აშენდება, სადაც მაღალი დონის სპორტული ღონისძიებების გაიმართება. ავტოდრომზე დრაგის, T1-ის, T2-ის და T3-ის საერთაშორისო ტრასები აშენდება, მოეწყობა ტრიბუნა პარკინგი და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურა.

რეგიონში ორდღიანი ავტო-მოტო შეჯიბრი „Western Drivers Club სამეგრელოს“ ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის პატრონაჟითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორები იყვნენ: სპორტული რადიო „ჯაკო“, რადიო ათინათი, Newsportal.ge, SMOTV, SmoNews და Zugdidelebi.ge

მასშტაბური ავტო-მოტო შეჯიბრი სამეგრელოში მესამე წელია იმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი