მოტო შეჯიბრში გამარჯვებულები დააჯილდოეს

ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე, მოტო შეჯიბრში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. 4 სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული მრბოლელები, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, ლევან შონიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლაშა გოგიამ და „Western Drivers Club სამეგრელო“-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სპეციალური პრიზებით და მედლებით დააჯილდოვეს.

ღევანდელი დაჯილდოების შემდეგ ავტო-მოტო მოყვარულთა ორდღიანი შოუ დასრულდა.

რეგიონში ორდღიანი ავტო-მოტო შეჯიბრი „Western Drivers Club სამეგრელოს“ ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის პატრონაჟითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ტარდება.

ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორები იყვნენ: სპორტული რადიო „ჯაკო“, რადიო ათინათი, Newsportal.ge, SMOTV, SmoNews და Zugdidelebi.ge

მასშტაბური ავტო-მოტო შეჯიბრი სამეგრელოში მესამე წელია იმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი