სამეგრელო-ზემო სვანეთის აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო  ხვალ, 10 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სამეგრელო-ზემო სვანეთის აბონენტების ნაწილს. კერძოდ:

ფოთი – 06:00-დან 11:00 საათამდე 1818 აბონენტს ქ.ფოთში ფარნავაზ მეფის, დანელიას, აღმაშენებელის და მიმდებარე ქუჩებზე; 10:00-დან 17:00 საათამდე – 16 აბონენტს (კომერციული ობიექტები) ქ.ფოთში ლარნაკას ქუჩაზე.

წალენჯიხა – 08:00-დან 18:00 საათამდე  – 383 აბონენტს სოფელ ჭალეში; 10:00-დან 18:00 საათამდე 506 აბონენტს სოფელ ფახულანში  და გ.სალიას ჩაის ფაბრიკა.

მარტვილი –  12:30 -დან 18:30 საათამდე 874 აბონენტს სოფლებში: ნოღა, კიწია, გურძემი.

ხობი – 06:00-დან 08:00 საათამდე დაახლოებით, 579 აბონენტს სოფლებში პატარა ფოთი და შავღლე.

მესტია – 08:00-დან 18:00 სთამდე 7 აბონენტს სოფელ ბარჯაშში,

სამუშაოების დასრულებისთანვე მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი