რუსმა ოკუპანტებმა წალენჯიხელი ახალგაზრდა დააკავეს

წალენჯიხის რაიონის სოფელ პალურში, საოკუპაციო ხაზთან რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის” ბრალდებით ადგილობრივი მკვიდრი უტა სამუშია დააკავეს. როგორც “Newsportal.ge”-ს წალენჯიხის გამგებელმა ბესიკ ფარცვანიამ განუცხადა, სამუშია მდინარე ენგურზე სათევზაოდ იყო წასული და მისი აყვანა სწორედ ამ დროს მოხდა. სავარაუდოდ, დაკავებული გალის ე.წ. “იზოლატორში ჰყავთ” გადაყვანილი.

ინფორმაცია “Newsportal.ge”-ს სუს-შიც დაუდასტურეს. უწყების ცნობით, საერთაშორისო მისიებს მომხდარის შესახებ უკვე ეცნობა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი