რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამჯერად შემთხვევა ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში მოხდა. ე.წ. “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით” დაკავებულია საშუალო ასაკის მამაკაცი თენგიზ მიქავა, რომელიც სავარაუდოდ, გალის იზოლატორშია გადაყვანილი.

ინფორმაციას სუს-ში ადასტურებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უკვე ინფორმირებულია.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი