კომპანია “ენერგო პრო ჯორჯია” სამეგრელოს მოსახლეობას ხვალ, 17 აგვისტოს ელექტრომომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.
კომპანიის ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება შემდეგ რაიონებსა და ქალაქებში მცხოვრებ მომხმარებელს:
წალენჯიხა – 10:00-დან 14:00 საათამდე 88 აბონენტს სოფელ ლიას ნაწილში; 10:30-დან 18:00 საათამდე 341 აბონენტს სოფელ ობუჯის ნაწილში.
ზუგდიდი – 11:00-დან 18:30 საათამდე 1698 აბონენტს სოფლებში: რუხი და რიყე; 12:00-დან 18:30 საათამდე 8 აბონენტს სოფელ ჭითაწყარში – სამხარეო პოლიცია და კომერციული ობიექტები.
მესტია – 11:00-დან 17:00 საათამდე 16 აბონენტს სოფლებში: ზარდლაში, ჟიბიანი, არცხელი და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანვე მომხმარებელთა ენერგომომარგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.