კომპანია “ენერგო პრო ჯორჯია” სამეგრელოს მოსახლეობას ხვალ, 22 აგვისტოს ელექტრომომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.
კომპანიის ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება შემდეგ რაიონებსა და ქალაქებში მცხოვრებ მომხმარებელს:
მარტვილი – 11:00დან 18:30 საათამდე 1005 აბონენტს სოფლებში ლეხაინდრაო, ბანძა. 11:00დან 16:30 საათამდე 236 აბონენტს სოფელ ინჩხურში.
ფოთი -11:00დან 12:30 საათამდე 987 აბონენტს ნინოშვილის, აკაკის, წმ.გიორგის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:30 დან 14:00 საათამდე 1635 აბონენტს ბარათაშვილის, ჭყონდიდელის, კონსტიტუციის დ მიმდებარე ქუჩებზე; 14:00 დან 15:30 საათამდე 148 აბონენტს ზ.გამსახურდიას, ბათუმის, ქორქიას და მიმდებარე ქუჩებზე.
მესტია- 11:00 დან 17:00 საათამდე 16 აბონენტს სოფლებში ზარდალში, ჟიბიანი, მულახი და მიმდებარე სოფლებში.
წალენჯიხა – 11:00დან 17:00 საათამდე 1 აბონენტს ქ.წალენჯიხა ლევან II დადიანის ქუჩაზე (ჩ/ფაბრიკა).
სამუშაოების დასრულებისთანვე მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.