ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ახუთში რაიონის გამგეობის ორგანიზებით ყველაზე წელვადი ელარჯი დამზადდა, რომელიც საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირა და გამგეობას შესაბამისი სერთიფიკატიც გადასცა.
ელარჯი, რომლის მოსამზადებლად 76 კილოგრამი ყველი გამოიყენეს, 14.8 მეტრის სიგრძის და 35 სანტიმეტრის სიგანის იყო, მისმა საერთო ფართმა კი 5.18 კვ.მ შეადგინა.