ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ქართული დელეგაციის სხვა წევრები მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ ჯიმ იონგ კიმს შეხვდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის ძირითად საკითხებს და იმ მნიშვნელოვან პროექტებს შეეხო, რომელსაც საქართველო მსოფლიო ბანკის დახმარებით ახორციელებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღემდე მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსება დაახლოებით 2.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ამ ეტაპზე მიმდინარე საინვესტიციო პროექტების მოცულობა 693 მილიონი აშშ დოლარია.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკისთვის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზეც, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.
პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მსოფლიო ბანკი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია.