25 აგვისტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება

 ხვალ, 25 აგვისტოს, სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო პრო ჯორჯია“ ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, ელექტრო ენერგიის გათიშვის მიზეზი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:

ფოთი – 06:00-07:30 საათამდე, გურიის, ზ.გამსახურდიას, ნინოშვილის და მიმდებარე ქუჩების 3 882 აბონენტს.

ზუგდიდი09:30-18:30 საათამდე, ბერიას, ღურწკაიას, ბერიას, გორკის,  და მიმდებარე ქუჩებზე 186 აბონენტს.

ზუგდიდი მუნიციპალიტეტი – 10:00-18:30 საათამდე,   სოფლებში ანაკლია, განმუხური, დარჩელის ნაწილის, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიის 1 186 აბონენტს. 10:30-18:30 საათამდე, 1699 აბონენტს სოფლებში: რუხი, რიყე, ტყაიას ნაწილი და ნაწულუკუ. 12:00-18:30 საათამდე კი 223 აბონენტს სოფელ ჭაქვინჯში.

წალენჯიხა –  10:00დან 18:00 საათამდე,  კალანდიას, ყაზბეგის და სტალინის ქუჩების 66 აბონენტს.

მესტია –  11:00-17:00 საათამდე,  ზარდალში, ჟიბიანი, მულახი და მიმდებარე სოფლების 16 აბონენტს.

აბაშა –  11:30-17:00 საათამდე, მაიდანი, სამიქაო, სეფიეთი და მიმდებარე სოფლების 1 643 აბონენტს.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ ელექტროენერგია ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი