„ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 სექტემბერს სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
10:00-18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 333 აბონენტს ფოთში, 9 აპრილის ხეივნის, რეკვავას, გორგასლის და მიმდებარე ქუჩებზე.
10:00-17:00 საათამდე 746 აბონენტს წალენჯიხის რაიონის სოფლებში საჩინო, ოჭანე, ეწერი და ასევე მიმდებარე სოფლებში.
10:00-18:30 საათამდე 1093 აბონენტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ კახათში და ოდიშის ნაწილში, ასევე მაქაცარიას, წერეთლის, ჭურღულიების და მიმდებარე ქუჩებზე.
12:30-18:30 საათამდე 1410 აბონენტს მარტვილის რაიონის სოფლებში ტალერი, კურზუ, ჭყონი, დოშაყე და მიმდებარე სოფლებში.
12:30-18:30 საათამდე 658 აბონენტს ქალაქ ზუგდიდში, სოხუმის, მანჯგალაძის, პუშკინის და მიმდებარე ქუჩებზე.
12:35-18:00 საათამდე 116 აბონენტს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებში ზუმი და მუხური.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.