„ენერგო პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 სექტემბერს სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
09:00-09:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2036 აბონენტს სენაკში რუსთაველის, ქუთაისის, სანკტ-პეტერბურგის და მიმდებარე ქუჩებზე.
09:30-17:00 საათამდე 81 აბონენტს სენაკში აღმაშენებლის და გამსახურდიას ქუჩაზე, აგრეთვე სოფელ მენჯში.
10:00-18:00 საათამდე 2011 აბონენტს წალენჯიხის რაიონის სოფლებში საჩინო, მედანი, ჯვარი, ხვარზენი და მიმდებარე სოფლებში.
10:00-18:00 საათამდე 2779 აბონენტს ზუგდიდის რაიონის სოფლებში ნარაზენი, დარჩელი, ახალსოფელი, კორცხელი, კანტორა, რუხი, რიყე და მიმდებარე სოფლებში.
10:00-18:30 საათამდე 120 აბონენტს ფოთში წმ. ნინოს, ჭანტურიას, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე.
11:00-18:00 საათამდე 1138 აბონენტს წალენჯიხაში გაგარინის, სამეგრელოს, მაიაკოვსკის და მიმდებარე ქუჩებზე.
11:30-18:30 საათამდე 1410 აბონენტს მარტვილის რაიონის სოფლებში ტალერი, კურზუ, დოშაყე და მიმდებარე სოფლებში.
12:30-17:00 საათამდე 2036 აბონენტს სენაკში რუსთაველის, ჭავჭავაძის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე.
როგორც კომპანიაში აცხადებენ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.