სამეგრელო-ზემო სვანეთის მერობის კანდიდატები ქართული ოცნებიდან

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” 2017 წლის თვითმმართველოს არჩევნებში სამეგრელო-ზემო სვაეთის რეგიონში მერობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია. პარტიამ ოფიციალურ ვებ გვერდზე ქვეყნის მასშტაბით მერობის კანდიდატების სია გაასაჯაროვა, მმართველ პარტიას მერობის კანდიდატი 64-ვე მუნიციპალიტეტში ეყოლება.

“ქართულმა ოცნებამ” ზუგდიდი მერობის კანდიდატად მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი ლაშა გოგია დასახელდა. პარტიის მესტიის მერობის კანდიდატი ასევე მოქმედი გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანია, ფოთის მერობის კანდიდატი კი ბიზნესმენი გოჩა კურდღელიაა.

აბაშაში მერობის კანდიდატად “ქართულმა ოცნებამ” საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედი მოადგილე გელა ხოშტარია დაასახელა. სენაკში კი კენჭს ლევან კუპრეიშვილი იყრის.

მარტვილის მერობის კანდიდატი მოქმედი გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა იქნება. მოქმედ გამგებელს წარადგენს პარტია ხობშიც, აქ მერობისთვის გოჩა ქაჯაია იბრძოლებს. წალენჯიხის მერობის კანდიდატი, ასევე მოქმედი გამგებელი ბესიკ ფარცვანიაა, ჩხოროწყუში კი მმართველმა პარტიამ დავით გოგუა წარადგინა, რომელიც ასევე მოქმედი გამგებელია.

“ქართულმა ოცნებამ” სამეგრელო-ზემო სვანეთში მერობის 6 მუნიციპალიტეტში მოქმედი გამგებლები წარადგინა, ხოლო 3 მუნიციპალიტეტში ახალი კანდიდატები დაასახელა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი