22 სექტემბერს, 19:00 საათზე, ქალაქ ზუგდიდში, საერთაშორისო ტურნირი ტარდება კიკბოქსინგში “კოლხეთის თასი” K-1 ის წესებით.
“კოლხეთის თასის” რიგით მე-7 ღონისძიება ზუგდიდის ცენტრალურ სპორტ კომპლექსში გაიმართება. კიკბოქსიორები ექვს წონით კატეგორიაში შეხვდებიან ერთმანეთს.
“კოლხეთის თასზე” სხვადასხვა ქვეყნის: თურქეთის, რუსეთის, ერაყის, სომხეთის, ჩეჩნეთის, საქართველოს და უკრაინის სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის დამფუძნებლები არიან ბაჩუკი ფარცვანია და მსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსინგში დავით ქირია.
“კოლხეთის თასი” წელიწადში 6-ჯერ იმართება და მასში პროფესიონალი კიკბოქსიორები მონაწილეობენ. საპრიზო ფონდი შეადგენს 10 000 ლარს.
სპორტულ ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს, ბილეთების შეძენა შეუძლიათ ჟურნალ-გაზეთების ჯიხურში (ზუგდიდი) ზვიად გამსახურდიას 15 ნომერში. ბილეთის ფასი 10 ლარია. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 593 90 88 69.