13 სექტემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობის ნაწილს, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, 13 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო პრო ჯორჯია” ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, ელექტრომომარაგება შეეზღუდება:

წალენჯიხა – 10:00-18:00 საათამდე, 506 აბონენტს  სოფლებში: ფახულანი და ლიის ნაწილში. 11:30-18:30 საათამდე  – 355 აბონენტს სოფელ მიქავაში.

ზუგდიდი – 07:00-09:00 საათამდე  – 1547 აბონენტს ქ.ზუგდიდში თაბუკაშვილი, ქირიას, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე.

09:45-10:30 საათამდე, დილით და  18:30 დან 19:30 საათამდე საღამოს –  230 აბონენტს სოფლებში რუხი, რიყე, ნაწულუკუში.

10:00-18:30 საათამდე – 2382 აბონენტს  სოფლებში ახალსოფელი(კოლხიდა), რუხი, რიყე, კახათი და ასევე მიმდებარე სოფლებში.

12:00-18:30 საათამდე 597 აბონენტს სოფლებში ძველ აბასთუმანი და ნარაზენის ნაწილში.

13:00-17:30 საათამდე  – 726 აბონენტს მორიგეობით შეეზღუდებათ  სოფლებში ტყაიას, ჩხორიას, რუხის და  რიყეს  აბონენტების ნაწილს.

მესტია – 11:00-18:00 საათამდე – 5 აბონენტს  დაბა მესტიაში, კერძოდ, ახალშენში.

სენაკი – 06:30-07:15 საათამდე -6057 აბონენტს ქ.სენაკში  ჭავჭავაძის, რუსთაველის, მშვიდობის, სტალინის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ძველი სენაკი, ნოსირი და ნოქალაქევი.

08:00-12:00 საათამდე  – 1232 აბონენტს სოფლებში ფოცხო, უშაფათი, ლეძაძამეში.

მარტვილი-12:10-18:00საათამდე 1462 აბონენტს სოფლებში: ნამიკოლაო, ნაფოსტარი, ლეხაინდრაო, ბანძის ნაწილი და მიდებარე სოფლებში.

ჩხოროწყუ – 12:45-18:00 საათამდე 1253 აბონენტს  სოფელ ახუთში და ქვედა ჩხოროწყუს ნაწილში, ხოლო 16:00-18:00 საათამდე 127 აბონენტს ქ.ჩხოროწყუში კ.გამსახურდიას, სტალინის, მშვიდობის და მიმდებარე ქუჩებზე და ასევე, სოფელ ლეწურწუმესა და ჯუმითის უბანში.

აბაშა – 13:00-15:00 საათამდე 29 აბონენტი სოფელ წყემის ნაწილში.

ფოთი – 13:00 დან 17:30 საათამდე 354 აბონენტს ქ.ფოთში სამეგრელოს და ელადას ქუჩებზე.

“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ელექტრომომარაგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი