დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის კახა მიქაიას მტკიცებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებზე ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში პარტიის კანდიდატად წარდგენილი ამირან ლაგვილავა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.
მიქაიამ დღეს ჟურნალისტებს ლაგვილავას პარტიული მანდატის ფოტოც უჩვენა, რომელზეც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ხელმოწერებია.
„დაიცავი საქართველოს“ ლიდერის თქმით, ამირან ლაგვილავას კანდიდატად დასახელება პარტიის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ედიშერ თოლორაიას, ”ნაცმოძრაობის” ლიდერმა თენგიზ გუნავამ და კუდ-ის ზუგდიდის ყოფილმა უფროსმა რუსლან შამახიამ მოსთხოვეს.
„მოვუწოდებ კახა კალაძეს, ვიდრე დაასახელებს რომელიმე სოფელში საკრებულოს წევრობის ან მაჟორიტარობის კანდიდატს, ღრმად ჩაყოს მათ გულის ჯიბეში ხელი და ნახოს, რომელი პარტიის მანდატი უდევთ“, – განაცახდა მიქაიამ.
ამასთან, მიქაიას ინფორმაციით, ამირან ლაგვილავამ 2013 წელს, მიხეილ სააკაშვილის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე მისგან ღირსების ორდენიც მიიღო.
ამირან ლაგვილავას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობას ადასტურებენ თავად ”ნაციონალებშიც”. მათი განმარტებით, ლაგვილავას პარტიის დატოვების შესახებ მათთვის ჯერ არ მიუმართავს. რაც შეეხება გუნავას და შამახიას მიერ თოლორაიასთვის ლაგვილავას დასახელბის მოთხოვნას, ამას პარტიაში კატეგორიულად უარყოფენ.