ამომრჩეველთა სიაში 3,53 მილიონი ადამიანია

სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ამომრჩეველთა სიაში 3,53 მილიონი ადამიანია. ამ სიაში არიან როგორც საქართველოში, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ისე საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული ის სრულწლოვანი პირები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქის სამართლებრივი სტატუსი აქვთ.

ცენტრალურ საარჩევნოკომისიას ამომრჩეველთა სია დღეს გადაეგზავნა. გადაცემულ სიაში ასევე შედიან ის ამომრჩევლები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მისამართის მითითების გარეშე (ე.წ. უმისამართოები, სულ 30 298 პირი).

საარჩევნო კოდექსის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემები წელიწადში ოთხჯერ მიაწოდოს.

„საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი-2” 2015 წლის ოქტომბერში, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე დაიწყო. პროექტი 2016 წლის სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. „საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი-2“, 2016 წლის 26 მაისიდან ახალ კომპონენტსაც შეიძენს. კერძოდ, 26 მაისიდან 26 ივნისამდე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, პირადობის მოწმობის აღება უფასო იქნება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი