ზუგდიდში ბერიას ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

ზუგდიდში ბერიას ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი შენდება. ახალი ბაღით სარგებლობას აღსაზრდელები მომავალი წლიდან შეძლებენ. მეორე საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ინფორმაცია მოსახლეობას ლაშა გოგიამ, კარდაკარ შეხვედრის დროს მიაწოდა.

,,ბერიას ქუჩაზე დაიწყო მე-2 საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც 150 ბავშვზეა გათვლილი. ბაღის მშენებლობას მომავალი წლის ოქტომბერში დავასრულებთ. შენობა  თანამედროვე სტანდარტების იქნება. ბაღის მშენებლობისთვის 1 167 000 ლარი იხარჯება. ეს ბაღი ავარიული იყო და ბავშვებს კერძო სახლში, ნაქირავებ ფართში უწევთ სკოლამდელი განათლების მიღება, თუმცა ეს პრობლემა მალე მოგვარდება. ჩვენ ასევე, სრულ რეაბილიტაცის ვუტარებთ მე-4 საბავშვო ბაღს, რომელიც 200 ბავშვზე იქნება გათვლილი და მისი ბიუჯეტი 620 ათას ლარზე მეტია. ჩვენ უკვე დავასრულეთ  ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ახალკახათში და ეს პროცესი გაგრძელდება. შემდეგ 4 წელიწადში ჩვენ ავაშენებთ და რეაბილიტაციას ჩავუტარებთ 22 საბავშვო ბაღს,” – განაცხადა ბერიას ქუჩზე გამართულ შეხვედრაზე ლაშა გოგიამ.

ლაშა გოგიამ კარდაკარის პრონციპით შეხვედრები 50-მდე ქუჩაზე გამართა. დღეს, მერობის კანდიდიატმა  მოსახლეობასთან შეხვედრები ოდიშის, ბერიას, ზაქარაიას და სართანიას ქუჩებზე გამართა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი