ლაშა გოგიამ კარდაკარის პრონციპით შეხვედრები 50-მდე ქუჩაზე გამართა

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდიატი, ლაშა გოგია, ამომრჩევლებთან შეხვედრას კარდაკარის პრონციპით განაგრძობს. ამჯერად, მერობის კანდიდიატი ოდიშის, ბერიას, ზაქარაიას და სართანიას ქუჩების მცხოვრებლებს, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, მამუკა ყურაშვილთან ერთად შეხვდა.

,,ბერიას ქუჩაზე დაიწყო მე-2 საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც 150 ბავშვზეა გათვლილი. ბაღის მშენებლობას მომავალი წლის ოქტომბერში დავასრულებთ. შენობა  თანამედროვე სტანდარტების იქნება. ბაღის მშენებლობისთვის 1 167 000 ლარი იხარჯება. ეს ბაღი ავარიული იყო და ბავშვებს კერძო სახლში, ნაქირავებ ფართში უწევთ სკოლამდელი განათლების მიღება, თუმცა ეს პრობლემა მალე მოგვარდება. ჩვენ ასევე, სრულ რეაბილიტაცის ვუტარებთ მე-4 საბავშვო ბაღს, რომელიც 200 ბავშვზე იქნება გათვლილი და მისი ბიუჯეტი 620 ათას ლარზე მეტია. ჩვენ უკვე დავასრულეთ  ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ახალკახათში და ეს პროცესი გაგრძელდება. შემდეგ 4 წელიწადში ჩვენ ავაშენებთ და რეაბილიტაციას ჩავუტარებთ 22 საბავშვო ბაღს,” – განაცხადა ბერიას ქუჩზე გამართულ შეხვედრაზე ლაშა გოგიამ.

მერობის კანდიდიატი ოდიშის და ბერიას ქუჩებზე დახურული სანიაღვრე არხების მშენებლობის პროცესსაც გაეცნო.

,,ამ ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას წვიმის დროს ეზოები და სახლები ეტბორებოდა, თუმცა ეს პრობლემა მომავალი თვის ბოლოს უკვე გადაჭრილი იქნება, ჩატარდა მასშტაბური სამუშაოები, რისთვისაც ბიუჯეტიდან 230 ათას ლარზემეტი იხარჯება” –  განაცხადა მერობის კანდიდატმა.

კარდაკარ შეხვედრებზე ლაშა გოგია მოსახლეობის საჭიროებებს თავად გაეცნო  და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა.

მეობის კანდიდატი ახლადგახსნილ “მეგო-ბარშიც” იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შეხვდა. ლაშა გოგიამ კარდაკარის პრონციპით შეხვედრები 50-მდე ქუჩაზე გამართა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი